დუბლი და საგოლე პასი - მიქაუტაძემ ანსისთან გაიბრწყინა
ლიგა 2-ის მორიგ ტურში „მეცი“ „ანსის“ ესტუმრა და უშანსოდ 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი გიორგი მიქაუტაძე გახლავთ.
ქართველი ფეხბურთელი, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მინდორზე 90 წუთი გაატარა. მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრები დომინირებდნენ, რაც ანგარიშზეც აისახა.
მიქაუტაძემ ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მატჩის სცენარი არც მეორე ნახევარში შეიცვალა. „მეცი“ ზეწოლას აძლიერებდა და 50-ე წუთზე მაზიზმა გაიტანა. საგოლე გადაცემის ავტორი კი გიორგი გახდა.
მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე „ჯვაროსნების“ შემტევმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ში მიქაუტაძეს 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ამ შედეგით კი ის ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციას იკავებს.