სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მაგარი ამბავი - სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიოში ითამაშებს

„მილუოკი ბაქსის“ აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „სან ანტონიო სპურსში“ გააგრძელებს. The Athletic-ის ჟურნალისტის, შემს ჩერენიას ინფორმაციით, ტექსასელები აიზეია რობის უშვებენ და მის ნაცვლად „მამუს“ იფორმებენ.

როგორც მოგეხსენებათ, „სან ანტონიოს“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩია და ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ამაზე უკეთესი სპეციალისტის პოვნა ალბათ შეუძლებელია. პოპოვიჩი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მთავარმ მწვრთნელად ითვლება და თან, მის გუნდს წარუმატებელი სეზონი აქვს, რის გამოც, გრეგი სათამაშო დროს პრაქტიკულად ყველას აძლევს.

„სან ანტონიოს“ 16 მოგება და 47 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. ტექსასელები მომდევნო შეხვედრას 5 მარტს, „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები