ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მის გარშემო ბევრი ფეხი იყო - როგორ აფასებს იტალიური პრესა კვარას თამაშს

სერია A-ს 25-ე ტურში, „ნაპოლი“ „ლაციოსთან“ დამარცხდა - 0:1. ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა და საგოლე გადაცემასთან ახლოს იყო, თუმცა ვიქტორ ოსიმენის დარტყმა ხარიხამ მოიგერია. Sofascore-მა „კვარას“ ასპარეზობა 7 ქულით შეაფასა, იტალიური გამოცემები კი მის თამაშს ასე ეხმაურებიან:

Calcionapoli: „პირველივე წუთიდან აქტიურობდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსაკუთრებულ მოპყრობას იღებდა და მასზე დამზღვევი ყოველთვის გადადიოდა. პირველი იყო, ვინც ლაციოს კედლის შერყევა სცადა, მაგრამ ძალიან ბევრი ფეხი იყო მის გარშემო, რათა დრიბლინგი განეხორციელებინა. ლაციოს გოლის ეპიზოდში მისი თამაში ნეგატიურად ჩაითვალა“.

Eurosport: „დასვენების დღე აიღო. პირველ ნახევარ საათში ჩრდილში იყო და ვერ გვაჩვენა ის ფეთქებადობა, რომელსაც მიმდინარე სეზონში შეგვაჩვია. ლაციოს გოლში მონაწილეობა მიიღო და ვესინოს შემთხვევითი საგოლე გადაცემა გაუკეთა“.

Pianetazzurro: „ცდილობდა, მომენტი შეექმნა, მაგრამ მარუშიჩმა კარგად ჩაკეტა და სერიოზული პრობლემებიც არ შეჰქმნია“.

Tuttonapoli: „ერთ-ერთი იყო, ვინც ბოლომდე არ დანებებულა. ყოველთვის ცდილობდა, თამაშის ტემპი აეჩქარებინა და ლაციოს დაცვაში თავისუფალი ზონები ეპოვა. როცა მეტოქეს სცდებოდა, წარმატებულ პასს ვერ აკეთებდა და ლაციოს გოლის მომენტში არ გაუმართლა“.

Mondonapoli: „ყოველთვის ცდილობდა, კარგი იდეები ჰქონდა, ბრწყინვალედ თამაშობდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა“.

Gazzetta: „მისი რამდენიმე ქმედება გამორჩეული იყო, მაგრამ მატჩის ბალანსი ვერ შეცვალა. ამჯერად, ასისტი გაიფორმა, ოღონდ ეს ვესინოს, შემთხვევით გაუკეთა. ხდება ხოლმე“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში პირველად დამარცხდა. „პარტენოპეის“ 65 ქულა დარჩა და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძოლას შოუ BT Sport-ზე - ჯერ კვარა და ოსიმენი შეაქო, შემდეგ იმღერა
ძოლას შოუ BT Sport-ზე - ჯერ კვარა და ოსიმენი შეაქო, შემდეგ იმღერა