ჯონ ჯონსი, სირილ განი
Aa
Aa

ტიტანების ბრძოლა - ჯონ ჯონსი სირილ განზე მძიმეა

UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და ბევრისთვის ალბათ საუკეთესო მებრძოლი, ჯონ ჯონსი ოქტაგონზე ბრუნდება. „ბოუნსი“, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში გამოდიოდა, მძიმე წონით დივიზიონში იასპარეზებს და სირილ განს დაუპირისპირდება.

ორი ტიტანის ჯახი UFC 285-ის მთავარი მოვლენა იქნება და ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრადიციული აწონვების ცერემონია გაიმართა. საინტერესოა, რომ ჯონსი, რომელსაც მძიმე წონაში დებიუტი ექნება, განზე ოდნავ მძიმე აღმოჩნდა. „ბოუნსმა“ 112.5 კგ დააფიქსირა, განმა - 112.3.

შეგახსენებთ, რომ განი და ჯონსი ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ, რომლის მფლობელიც, ფრანსის ნგანუ UFC-იდან წავიდა. ბუკმეიკერები ფავორიტად ჯონსს მოიაზრებენ. Crystalbet-ზე ამ უკანასკნელის გამარჯვებას 1.5 აქვს, განს - 2.25. მათი დაპირისპირების სავარაუდო დაწყების დრო 07:00-დანაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები