ჯოვინო ფლამარიონი, ირაკლი ბიძინაშვილი, თორნიკე კაპანაძე, შოთა ნონიკაშვილი
Aa
Aa

დინამო ბათუმმა მატჩი შემოატრიალა - 3:1 და გახარებული ქომაგები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური ბათუმში გაიხსნა, სადაც „დინამო ბათუმი“ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ტრიბუნებზე დაბრუნებული გულშემატკივრების იმედები გაამართლა და დამაჯერებლად, 3:1 იმარჯვა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მატჩის 32-ე წუთზე, „საბურთალოს“ კუთხურს შოთა ნონიკაშვილის გოლი მოჰყვა. ამ უკანასკნელმა ჩიჩკანს ახლო კუთხეში გაუტანა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „საბურთალო“ შესვენებაზე 1-ბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან 4 წუთში, თორნიკე კაპანაძემ წონასწორობა აღადგინა. ირაკლი ბიძინაშვილის დარტყმა თორნიკე მეგრელიშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი პირველი კაპანაძე გაჩნდა და „საბურთალოს“ კარი აიღო. 3 წუთში „დინამო ბათუმი“ წინ გაიჭრა. ბიძინაშვილმა ამჯერად თავად გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ჯოვინო ფლამარიონმა, მე-60 წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, „დინამო ბათუმმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან 2 მოგებული მატჩით გახსნა. აჭარლები სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან და მათი მომდევნო გაჩერება გორის „დილაა“, რომელსაც 8 მარტს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები