გრემ პოტერი
Aa
Aa

გრემ პოტერი და ჩელსი - მმართველი საბჭოს აზრი ორადაა გაყოფილი

ლონდონის „ჩელსი“ საშინელ ფორმაში იმყოფება. „არისტოკრატები“ 3 ქულის აღებას კი არა, გოლის გატანას ვერ ახერხებენ და პრემიერ ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში, მხოლოდ 1 ბურთი შეაგდეს. „ლურჯების“ გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის, გრემ პოტერის გაშვებას ითხოვენ და Daily Mail-მა ინგლისელ სპეციალისტზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ლონდონელთა მმართველ საბჭოში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ საკადრო ცვლილებების გატარება აუცილებელია. მათ პოზიციას არ იზიარებს კლუბის პრეზიდენტი და მფლობელი, ტოდ ბოელი. ეს უკანასკნელი პოტერს დროს აძლევს და ამ ეტაპზე, ზომების მიღებას არ აპირებს.

Daily Mail-ის ცნობით, პოტერისთვის მომდევნო ორი შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იქნება. „ლურჯებს“ ჯერ „ლიდსთან“ ჯახი ელით, შემდეგ კი „დორტმუნდს“ დაუპირისპირდებიან. ნეგატიური რეზულტატის შემთხვევაში, პოტერს პოსტის დატოვება მოუწევს. თუ მისმა ბიჭებმა გამარჯვება იზეიმეს, გრემს გუნდში დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ პრემიერ ლიგის მე-10 ადგილს იკავებს და 31 ქულა აქვს. „არისტოკრატების“ მომდევნო მეტოქე 22 ქულით მე-17 პოზიციაზეა. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, „ჩელსიმ“ პირველი შეხვედრა გერმანიაში 0:1 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პანდევი: „კვარაცხელია ძალიან მომწონს, ნაპოლი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს“
პანდევი: „კვარაცხელია ძალიან მომწონს, ნაპოლი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს“