ხვიჩა კვარაცხელია, ლეონიდ სლუცკი
Aa
Aa

„მილიონების კუმირია, ბრწყინავს“ - სლუცკიმ ხვიჩაზე ისაუბრა

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ TENNISI-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, როცა „რუბინში“ მივიდა, ხვიჩა სასტარტოში ვერ ხვდებოდა, შემდეგ კი მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა.

კითხვა: „ხვიჩა იმიტომ ათამაშდა, რომ სლუცკისთან მუშაობდა თუ იმიტომ, რომ სლუცკი დატოვა?“

ლეონიდ სლუცკი: „კითხვა პროვოკაციულია. ეს ფეხბურთელს უნდა ჰკითხოთ. როცა „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი გავხდი, მაშინ ხვიჩა სასტარტოს მოთამაშე არ იყო. „რუბინში“ გარკვეული სათამაშო დრო ჰქონდა, ეროვნულ ნაკრებში არ იწვევდნენ.

„ნაპოლიში“ პირდაპირ „რუბინიდან“ წავიდა და არა ბათუმის „დინამოდან“. როცა ყაზანი დატოვა, კონტრაქტი „ნაპოლისთან“ გააფორმა და შემდეგ ნაკრებს შეუერთდა. მაშინ უკვე ჰიპერსაკვანძო მოთამაშე იყო.

ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ვეხმარებოდით, ის ჩვენი მადლიერია და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით.

დღეს ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ეს ობიექტური რეალობაა, ის თითქმის იტალიის ჩემპიონია. როგორი სტატისტიკა აქვს, მილიონების კუმირია.

კარგია, რომ იტალიური კარიერა თავიდანვე კარგად დაიწყო. ხვიჩა ემოციური ფიგურაა. თუ თამაში კარგად მისდის, ფრთებს შლის, თუ არ წაუვა, საკუთარ თავში იკეტება. კარგია, რომ ინდივიდუალურ თვისებებს ავლენს, ბრწყინავს“.

სლუცკის ხელმძღვანელობით ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინში“ 55 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი შეაგდო, საგოლე პასებისა და მოპოვებული პენალტების ჯამი 17-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნიკალური მოთამაშეა“ - იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე
„უნიკალური მოთამაშეა“ - იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე