ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მხოლოდ ლეაოს ჩამორჩება - Corriere della Sera ხვიჩას დრიბლინგებზე

Corriere della Sera სერია ა-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო დრიბლიორებზე წერს. მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ლეაოს 2021-22 წლების სეზონთან შედარებით რეგრესი აქვს, სერია ა-ს დრიბლიორებში კვლავ პირველ ადგილზეა.

„მილანისთვის“ ტრიუმფალურ სეზონში (2021-22) რაფაელ ლეაო საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2,88 დრიბლინგს ახორციელებდა, მაშინ როცა მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში მის აქტივში 1,91 დრიბლინგია. ამ მაჩვენებლით სერია ა-ში მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი საშუალოდ ერთ მატჩში 1,7 დრიბლინგს ახორციელებს.

კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში დრიბლინგის ყველაზე მეტი მცდელობა კვარაცხელიას ანგარიშზეა - 106. ლეაომ დრიბლინგის განხორციელება 95-ჯერ სცადა, თუმცა ერთ შეხვედრაში შესრულებული წარმატებული დრიბლინგებით პორტუგალიელი ქართველს სჯობნის (1,91-1,7).

ასევე, კვარაცხელიას ანგარიშზეა ყველაზე მეტი საგოლე პასი, ხვიჩამ 9 საგოლე გადაცემა შეასრულა, ლეაომ კი - 6. ხვიჩა მას გოლების რაოდენობითაც უსწრებს, 20 მატჩში 10 გოლი შეაგდო, როცა ლეაომ 23 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნიკალური მოთამაშეა“ - იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე
„უნიკალური მოთამაშეა“ - იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე