ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ნიკოლა ამორუზო
Aa
Aa

„უნიკალური მოთამაშეა“ - იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოლა ამორუზომ, რომელიც ტურინულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა (1996-97, 1997-98), Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„უნიკალური მოთამაშეა. ერთ-ერთია, ვინც განსხვავებას ქმნის. სამომავლოდ პრემიერ ლიგაში ვხედავ. ის ერთ-ერთია, ვინც თამაშის ბალანს ცვლის. სიურპრიზი იყო, რომ გუნდის მექანიზმს უმალ შეუერთდა, გუნდის მექანიზმში სწრაფად ჩაჯდა.

„ნაპოლი“ საქმეს დიდებულად ასრულებს, თუმცა რომ არა 15-ქულიანი სასჯელი, „ნაპოლისთან“ ყველაზე ახლოს „იუვე“ იქნებოდა“.

კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ამორუზომ ხვიჩას შესახებ გასული წლის ოქტომბერშიც ისაუბრა:

„კვარაცხელიას რაც შეეხება, ის ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც განსხვავების შექმნა მაშინაც შეუძლიათ, როცა ცუდად თამაშობენ. მის შესახებ ნაპოლიში გადასვლამდე მქონდა ინფორმაცია. ძაკარდო მასზე ყოველთვის ხაზგასმით მელაპარაკებოდა. ხვიჩას შესანიშნავი თვისებები აქვს, განსაკუთრებით, სერია A-სთვის და შესაძლოა, მომდევნო წელი უფრო გადამწყვეტი იყოს“.

შეგახსენებთ, 24 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია ა-ს 65 ქულით ლიდერობს, უშუალო კონკურენტებს, „ინტერსა“ და „მილანს“ 18 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენსაცია, რომელსაც არავინ ელოდა - Sport-ის მაგარი სტატია ხვიჩაზე
სენსაცია, რომელსაც არავინ ელოდა - Sport-ის მაგარი სტატია ხვიჩაზე