საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

„ამის სიტყვებით აღწერა ძნელია“ - ლობჟანიძე მიწისძვრაზე და დაღუპულ გუნდელზე

საქართველოს ნაკრებისა და თურქული „ჰატაისპორის“ შემტევი საბა ლობჟანიძე, ამჟამად იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ასევე თურქულ „კარაგიუმრიუკში“ ითამაშებს. საბა თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და განცდილი ემოციების შესახებ თურქულ მედიას ესაუბრა.

პირველი ემოციები მიწისძვრაზე

„როდესაც გათენდა და მზე ამოვიდა, მაშინ დავინახეთ, თუ რა შედეგები მოჰყვა ნგრევას. ჩვენი თვალით ვნახეთ ყოველი დანგრეული შენობა, ყველა ადამიანი ძალიან განიცდიდა და ტიროდა. ეს ძალიან სევდიანი მომენტი იყო, რომლის სიტყვებით აღწერა ძნელია.

ატსუ - დაღუპული გუნდელის შესახებ

„ატსუს მოედანზე და მის მიღმაც, არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია და უწყენინებია. ის ყოველთვის პოზიტიური და მხიარული იყო. ჩვენ მას ყოველთვის ისე ვიხსენებთ, როგორც საუკეთესო ადამიანს. ეს დიდი ტრაგედიაა. მიწისძვრამდე 10 საათით ადრე თამაში გვქონდა. ბოლო წუთზე ჯარიმა დაინიშნა, ბურთის აღება მე დავაპირე, მან კი მითხრა, რომ თავად დაარტყამდა. გრძნობდა, რომ გაიტანდა. მართლაც დაარტყა და გაიტანა. ძალიან ბედნირები ვიყავით, გასახდელში გამარჯვებას ერთად აღვნიშნავდით. შემდეგ კი ეს ტრაგედია მოხდა“.

კლუბის დაღუპულ სპორტულ დირექტორზე

„თანერ სავუტი ძალიან კარგი ადამიანი იყო. ის მხოლოდ დადებითად გვახსენდება. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ კლუბში ყველა პრობლემა მოეგვარებინა. სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგეთ“.

ცხოვრებაში სიკეთეს ყოველთვის უნდა აკეთებდე და მისკენ მიისწრაფოდე

„როცა სიკეთეს აკეთებ, სიკეთე თავად გპოულობს შენ. ამ თვალსაზრისით, ცხოვრებაზე ჩემი დამოკიდებულება არ იცვლება. იქნებ ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გავხადოთ და გავზარდოთ. ბოროტება თავიდან უნდა იქნას აცილებული. ჩემს გონებაში არ არის ისეთი რადიკალური ცვლილებები, რომლებსაც ერთმანეთისგან გამოვარჩევ, მიწისძვრამდე და მის შემდეგ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი მონსტრს ქმნის? კვარას პროგრესი და სპალეტის იდეალური მიდგომა
ტენ ჰაგი მონსტრს ქმნის? კვარას პროგრესი და სპალეტის იდეალური მიდგომა