გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

სპეციალურად ამ მატჩისთვის | მამარდაშვილი შავი ფერის მაისურით ითამაშებს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას „ბარსელონას“ წინააღმდეგ, „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ გამართავს. „ბლაუგრანასთან“ დაპირისპირებაში, ქართველი მეკარე ჩვენ წინაშე შავი ფერის მაისურით წარდგება, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნება.

„ვალენსია“ „ბილბაოს“ ინიციატივას შეუერთდა, რომელმაც ლა ლიგის ყველა კლუბს მოუწოდა, ლეგენდარულ მეკარეს, ხოსე ანხელ ირიბარს პატივი მიაგონ. ეს უკანასკნელი 1-ელ მარტს 80 წლის გახდა და ბასკთა თხოვნა იყო, მის პატივსაცემად, ლა ლიგის მომდევნო ტურში, კლუბების მეკარეებს შავი მაისურებით ეასპარეზათ, რადგან ირიბარი 18 წლის განმავლობაში, „ბილბაოს“ კარს სწორედ ამ ფერის მაისურით იცავდა.

„ღამურებმა“ თავიანთი პოზიცია სოციალურ ქსელებში დააფიქსირეს და ოფიციალურად დაადასტურეს, რომ „ბილბაოს“ ინიციატივას შეუერთდნენ. საინტერესოა, რომ „ვალენსიას“ 2022-23 წლების სეზონის მეკარის ფორმები ლურჯი, მწვანე, ნარინჯისფერი და წითელია და შავი ფერის მაისური სპეციალურად ამ მატჩისთვის შეიკერება.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის „ვალენსიას“ 23 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 5 მარტს გამართავენ და „ბარსელონასთან“ ჩანიშნული დაპირისპირება, თბილისის დროით, 19:15-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ გაუშვეს მამუკელაშვილი? - მილუოკის თავკაცმა სანდროზე ისაუბრა
რატომ გაუშვეს მამუკელაშვილი? - მილუოკის თავკაცმა სანდროზე ისაუბრა