ხვიჩა კვარაცხელია, დანილო კატალდი
Aa
Aa

ლაციოს ფეხბურთელი: „არ ველოდებოდი, რომ ხვიჩა ამხელა გავლენას მოახდენდა“

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ში მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს და თბილისის დროით, 23:45-ზე „ლაციოს“ დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, DAZN-ი „არწივების“ ფეხბურთელს, დანილო კატალდის ესაუბრა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ჰკითხა.

„ნაპოლისთან გველოდება მატჩი, რომელშიც ბევრის გაღება მოგვიწევს. ტაქტიკურ საკითხებზე ვიმუშავეთ და ვიცით, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში მყოფ გუნდთან რთული შეხვედრა გვექნება. ლობოტკა? მის წინააღმდეგ თამაში ძნელი იქნება, მაგრამ მას უნდა მივულოცოთ, რადგან პროგრესს მიაღწია გუნდში, სადაც ამის გაკეთება მარტივი არაა.

კვარაცხელია? ხვიჩას მაშინ ვეთამაშეთ, როცა სერია A-ში ახალი გადმოსული იყო და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ჩვენთან გამართა. მაშინ ის ჯერ კიდევ იდუმალი ობიექტი იყო და სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი, რომ ჩვენს ჩემპიონატზე ამხელა გავლენას მოახდენდა“.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ პირველი შეხვედრა სერია A-ს მე-5 ტურის ეგიდით გაიმართა და იმ მატჩში ხვიჩამ თავი გამოიჩინა. 61-ე წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა „ლაციოს“ კარი აიღო და „პარტენოპეის“ 3 ქულა მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: “ხვიჩა 120 მილიონი ღირს, ნაპოლის შემადგენლობა კი 800“
იტალიური მედია: “ხვიჩა 120 მილიონი ღირს, ნაპოლის შემადგენლობა კი 800“