რომა, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, პაულო დიბალა
Aa
Aa

მანჩესტერის პრიორიტეტი - ტენ ჰაგი დიბალას მოყვანას ითხოვს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პაულო დიბალას შეძენის მთავარი კანდიდატია. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ჟოზე მოურინიოს მეთვალყურეობის ქვეშ შესანიშნავად გამოიყურება. დიბალამ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ „წითელი ეშმაკების“ კონკურენტები „ინტერი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ იქნებიან. თავად დიბალას, „როხიბლანკოს“ ვარიანტი არ ხიბლავს, რადგან მის სათამაშო სტილს არ შეესაბამება, ხოლო „ნერაძური“ მისი გადაბირებით ჯერ კიდევ გასულ სეზონში ინტერესდებოდა და წინადადება საკმაოდ მსუყეა.

ერიკ ტენ ჰაგი პაულოს ენტონი მარსიალის შემცვლელად მოიაზრებს, რომელსაც გამუდმებით ტრავმები აწუხებს და ოპტიმალურ ფორმაში შესვლას ვერ ახერხებს.

ჯერჯერობით უცნობია „რომას“ პოზიცია. მოურინიოს დანიშვნის შემდეგ, „ჯალოროსი“ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ცდილობს, თუმცა მიმდინარე სეზონის სერია ა-ში მათი მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იქნება.

ასევე, „რომა“ ევროპის ლიგაზე ჯერჯერობით წარმატებით ასპარეზობს. „განსაკუთრებულის“ გუნდმა 1/16 ფინალში „ზალცბურგი“ გამოთიშა ასპარეზობას და მერვედფინალში „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები