გიორგი მამარდაშვილი, ემილიანო მარტინესი, იან ობლაკი, ჯორდან პიკფორდი
Aa
Aa

მამარდაშვილი მთავარი სამიზნეა? - ბრიტანელი ჟურნალისტი ტოტენჰემის გეგმებზე

ალასდეირ გოლდი ბრიტანელი ჟურნალისტია, რომელიც Football London-ის კორესპონდენტია და „ტოტენჰემის“ შიდა სამზარეულოს ძალიან კარგად იცნობს. გოლდმა დაადასტურა, რომ „დეზები“ უგო ლორისის შემცვლელს ეძებენ და მისი თქმით, კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გიორგი მამარდაშვილია.

„ჩემი ინფორმაციით, ტოტენჰემის საბოლოო სიაში რამდენიმე ფეხბურთელია და ერთ-ერთი ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გახლავთ. ის ადრეც ვახსენე, მაგრამ მისი გვარი ვერ გავიხსენე. მამარდაშვილის გარდა, არიან დავიდ რეია, რობერტ სანჩესი, მაიკ მაინანი და ემილიანო მარტინესი.

იან ობლაკიც ერთ-ერთი ვარიანტია და კლუბი ინგლისელ მეკარეებსაც აკვირდება, რომელთა შორის დინ ჰენდერსონი და ჯორდან პიკფორდი არიან, მაგრამ მამარდაშვილი არის გვარი, რომელიც ყველაზე ხშირად მესმის“, - განაცხადა, ბრიტანელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში ესპანეთის ჩემპიონატში 4 მშრალი შეხვედრაა. ასევე, ესპანეთის თასზე 3 მატჩიდან 2-ში გოლი არ გაუშვია. საერთო ჯამში, ამ სეზონში მის ანგარიშზე 6 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, მამარდამ „ვალენსია“ გოლის არაერთხელ იხსნა და მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ისტორია - დღე, როდესაც ოსიმენი კინაღამ დაბრმავდა
უცნობი ისტორია - დღე, როდესაც ოსიმენი კინაღამ დაბრმავდა