რომა, კრემონეზე
Aa
Aa

“ემოციური ვარ, მაგრამ არა გიჟი“ - მოურინიო კრემონეზესთან წაგების შემდეგ

„რომა“ სტუმრად „კრემონეზესთან“ 1:2 დამარცხდა. მატჩის მიმდინარეობისას, ჟოზე მოურინიო მინდვრიდან გააძევეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „განსაკუთრებულმა“ აღშფოთება ვერ დამალა და ჟურნალისტებთან ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

მოურინიო:

„ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ვფიქრობდი, რომ მსაჯმა მათ პენალტი დაუდო. ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ არა გიჟი! მინდა გავიგო შემიძლია, თუ არა რაიმე სამართლებრივი რეაგირება მსაჯის მიმართ. მან მე წითელი ბარათი მომცა. სამწუხაროდ მთავარმა არბიტრმა ვერ გაიგო, თუ რა მითხრა მეოთხე მსაჯმა.

მინდა გავარკვიო არსებობს, თუ არა რაიმე აუდიო ჩანაწერი. პირველად ჩემს კარიერაში მეოთხე მსაჯი საშინლად და არაადეკვატურად მელაპარაკა. მირჩევნია ყველაფერი საჯაროდ განვიხილოთ.“

ცნობისთვის, „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ ლუკა ლოჩოშვილი არ ათამაშა, ქართველი მცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ლუკა „ვოლფსბერგერიდან“ 1,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ „კრემონეზეში“ გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველი სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, მის აქტივში 15 მატჩში 1 საგოლე პასია. 

დავიდე ბალარდინი „კრემონეზეს“ მთავარ მწვრთნელად 15 იანვარს დაინიშნა. მას შემდეგ ლოჩოშვილმა ტრავმის გამო სერია ა-ს ოთხი და იტალიის თასის ორი შეხვედრა გამოტოვა. ლუკა მოედანს 23-ე ტურში „ტორინოსთან“ დაუბრუნდა, მატჩის მიწურულს გამოჩნდა მინდორზე, დღევანდელ შეხვედრაში კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები