მზადება ევროშესარჩევისთვის - 16-წლამდე ნაკრებმა მაკედონია დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე მაკედონიის შესაბამისი ასაკობრივი გუნდი 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი რევაზ დანელიას ანგარიშზეა, რომელმაც სტუმრებს ახლო მანძილიდან გაუტანა.
აღნიშნული გუნდები მეორე ამხანაგურ შეხვედრას 2 მარტს გამართავენ. მატჩს კვლავ რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანი უმასპინძლებს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11-17 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იასპარეზებს, სადაც ჩიტაურის გუნდის მეტოქეები დანია, ავსტრია და ლიეტუვა იქნებიან.
ფოტო/ვიდეო: Nakrebi.ge