ლონდონის ჩელსი, ტიაგო სილვა
Aa
Aa

უიღბლობა გრძელდება - ტიაგო სილვა 6 კვირას გამოტოვებს

პრემიერ ლიგის გასულ ტურში „ჩელსი“ სტუმრად „ტოტენჰემთან“ 0:2 დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაიუარესა. არასასიამოვნო ამბავი აქ არ დასრულებულა.

შეხვედრის მე-19 წუთზე, ტიაგო სილვამ ტრავმა მიიღო და გრეჰემ პოტერმა მის ნაცვლად უესლი ფოფანა გამოიყვანა.

დღეს, 38 წლის ბრაზილიელს გამოკვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ მისი ტერფი იმაზე ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. სილვა, როგორც მინიმუმ 6 კვირას გამოტოვებს.

ლონდონურ კლუბს რთული კალენდარი აქვს და ტიაგოს გარეშე თამაში ნამდვილად პრობლემური იქნება. „არისტოკრატები“ უახლოეს პერიოდში „დორტმუნდთან“, „ლესტერთან“, „ევერტონთან“ და „ლივერპულთან“ ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-10 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 14 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იგივე ქალაქში, მაგრამ სხვა კლუბში - არსენალი სტერლინგს უმიზნებს
იგივე ქალაქში, მაგრამ სხვა კლუბში - არსენალი სტერლინგს უმიზნებს