არსენალი, ჩელსი, მიკელ არტეტა, რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

იგივე ქალაქში, მაგრამ სხვა კლუბში - არსენალი სტერლინგს უმიზნებს

დიდი ალბათობით, როგორც მინიმუმ „არსენალი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ასევე არის შანსი, რომ „მეთოფეები“ პრემიერ ლიგის ჩემპიონებიც გახდნენ.

აქედან გამომდინარე, მიკელ არტეტას შემდეგი სეზონისთვის მზადება ნელ-ნელა დაიწყო. Goal.Com-ის ინფორმაციით, ესპანელ სპეციალისტს „ჩელსიდან“ რაჰიმ სტერლინგის გადაბირება სურს, რომელიც „არისტოკრატებში“ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

არტეტა და რაჰიმი ერთად „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობდნენ და წყაროს ცნობით მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. მიკელი სტერლინგის დიდი გულშემატკივარია და „ქალაქელებში“ მოღვაწეობისას მის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის გარემარბს პრემიერ ლიგაში თამაშის კოლოსალური გამოცდილება აქვს. სტერლინგი სხვადასხვა დროს „ლივერპულში“ და „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა.

რაც შეეხება „არსენალს“, „მეთოფეები“ პრემიერ ლიგას 57 ქულით ლიდერობენ და მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ 2 ქულით უსწრებენ, თუმცა არტეტას გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილია - კანტე ჩელსიში 2026 წლამდე დარჩება
გადაწყვეტილია - კანტე ჩელსიში 2026 წლამდე დარჩება