ლონდონის ჩელსი, ნგოლო კანტე
Aa
Aa

გადაწყვეტილია - კანტე ჩელსიში 2026 წლამდე დარჩება

2022 წლის 15 აგვისტოს ნგოლო კანტემ ბარძაყის ძვლის ტრავმა მიიღო, რის გამოც ოფიციალური მატჩი დღემდე არ ჩაუტარებია.

ამ პერიოდის განმავლობაში, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მომავლის შესახებ ბევრი იწერებოდა. კანტეს „ჩელსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მისი გადაბირებით „ბარსელონა“ და „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდებოდნენ.

რამდენიმე დღის წინ, Telegraph-მა დაწერა, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა აზრი შეიცვალა და ნისლიან ალბიონზე დარჩენა გადაწყვიტა.

ეს ინფორმაცია კიდევ უფრო სანდო Mercato-ს ჟურნალისტმა სანტი აუნამ გახადა, რომელმაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ჩელსი“ და კანტე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი ლონდონში, როგორც მინიმუმ 2026 წლამდე დარჩება, ხოლო თუ კანტეს სურვილი ექნება, მას „ჩელსის“ მაისურის მორგება 2027 წლის ივნისის ჩათვლით შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ნახევარმცველი ლონდონურ კლუბს 2016 წელს „ლესტერიდან“ შეუერთდა. დღემდე კანტემ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 262-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოელ ლე გრემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ნოელ ლე გრემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა