გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

როგორც იქნა წყევლას წერტილი დაუსვა - El Desmarque-ის სტატია მამარდაშვილზე

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, El Desmarque-ი გიორგი მამარდაშვილის ასპარეზობას გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელს სტატია მიუძღვნა. El Desmarque-მა „მამარდას“ მიერ „სოსიედადთან“ ნაჩვენებ თამაშზე დაწერა და განაცხადა, რომ როგორც იქნა, გიორგიმ წყევლა დაასრულა.

„ვალენსიამ მესტალიაზე სოსიედადი დაამარცხა და რუბენ ბარახას გუნდმა რთულ მეტოქეს მოუგო. მამარდაშვილი საკუთარ გუნდში ისევ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 3-თვიანი პაუზის შემდეგ, კარი მშრალად შეინახა, რაც მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან გამართულ მატჩში გააკეთა.

პირველ ტაიმში მას ბევრი საქმე არ ჰქონია, მეორე ნახევარში კი თავის გამოჩენა მოუწია. მან ყველა ეპიზოდში ბრუტალური უსაფრთხოების შეგრძნება დაგვიტოვა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ბურთები არ მოუგერიებია, სოსიედადის წინ ცათამბჯენივით აღიმართა. მისი დამარცხება ვერავინ და ვერაფერმა მოახერხა და 3-თვიანი პაუზის შემდეგ, მან კარი მშრალად შეინახა. ვალენსიამ ლა ლიგაში გოლი ბოლოს 10 ნოემბერს არ გაუშვა და მამარდაშვილმა სოსიედადთან ამ წყევლას წერტილი დაუსვა“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის „ვალენსიას“ 23 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 5 მარტს გამართავენ და სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაორმაგებული ხელფასი, კონტრაქტი 2028 წლამდე - ნაპოლი კვარას შენარჩუნებას გეგმავს
გაორმაგებული ხელფასი, კონტრაქტი 2028 წლამდე - ნაპოლი კვარას შენარჩუნებას გეგმავს