ნასერ ალ ხელაიფი
Aa
Aa

სკანდალი საფრანგეთში - ალ-ხელაიფის გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებენ

საფრანგეთში, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. პარიზელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს და L'Équipe-ი იმ დარღვევებზე წერს, რომლებშიც პსჟ-ს პირველ პირს ადანაშაულებენ.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, ალჟირელი ლობისტის, ტაიებ ბენაბდერაჰმანის თქმით, 2020 წელს, იგი კატარში ყოფნისას გაიტაცეს და აწამეს. მას დოკუმენტები აქვს, რომლებსაც „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი პირის დისკრედიტაცია შეუძლია და გატაცება და წამება სწორედ ამან განაპირობა.

L'Équipe-ის ინფორმაციით, ალჟირელი ბიზნესმენი თვეების განმავლობაში საუბრობდა იმ დარღვევებზე, რომლებიც ალ-ხელაიფიმ ჩაიდინა და ამტკიცებს, რომ სამხილებიც აქვს. მისი თქმით, დარღვევები მსოფლიო ჩემპიონატის კატარში ჩატარებას და 2026 და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებების გაცემას უკავშირდება.

როგორც ცნობილი გახდა, დღეს, 3 საგამომძიებლო პროცესი დაიწყო და უახლოეს მომავალში ბევრი რამ გაირკვევა. L'Équipe-ის მიხედვით, ნასერ ალ-ხელაიფიზე გამოძიება ადრეც მიმდინარეობდა, მაგრამ მაშინ მისი დანაშაულის დამტკიცება ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაორმაგებული ხელფასი, კონტრაქტი 2028 წლამდე - ნაპოლი კვარას შენარჩუნებას გეგმავს
გაორმაგებული ხელფასი, კონტრაქტი 2028 წლამდე - ნაპოლი კვარას შენარჩუნებას გეგმავს