თემურ ქეცბაია, ვილი სანიოლი, რობერტო მანჩინი, რობერტო მარტინესი, ჰანსი ფლიკი, ლიონელ სკალონი, ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

ვინ გახდა ქეცბაიას რჩეული? - ესპანეთის ნაკრების თავკაცის სამეულმა ხალხი აალაპარაკა

პარიზში გამართული The Best-ის დაჯილდოების დასრულების შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობის გასარკვევად ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გახდა ცნობილი. ეროვნული ნაკრების კაპიტნების რჩეულები უკვე შემოგთავაზეთ, ამ სტატიაში კი მთავარი მწვრთნელების საუკეთესო სამეულებზე ვისაუბრებთ.

კვიპროსის ეროვნული გუნდის თავკაცმა, თემურ ქეცბაიამ პირველ ადგილზე ლიონელ მესი გაიყვანა. ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა მეორე პოზიცია კილიან მბაპეს არგუნა, ხოლო მესამე - კევინ დე ბრუინს. ქეცბაიას მსგავსად, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ საუკეთესოდ მესი დაასახელა, მეორე და მესამე ადგილები კი მბაპესა და ნეიმარს მიანიჭა.

საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა, დიდიე დეშამმა პირველზე მბაპე გაიყვანა, მეორეზე კარიმ ბენზემა, მესამეზე კი - მესი, რაც გასაკვირი ალბათ არავისთვისაა. „ლა პულგა“ ასევე გამოარჩია გერმანიის ნაკრების ხელმძღვანელმა, ჰანსი ფლიკმა - მესი, მოდრიჩი, ლევანდოვსკი.

ყველაზე უცნაური სამეული ალბათ, ესპანეთის თავკაცმა, ლუის დე ლა ფუენტემ შემოგვთავაზა. ამ უკანასკნელის რჩეულებში არც მესია, არც მბაპე, არც ბენზემა და არც ნეიმარი. მან პირველ ადგილზე ხულიან ალვარესი გაიყვანა, მეორეზე - ჯუდ ბელინგემი, მესამეზე - ლუკა მოდრიჩი. გარეთ საუთგეიტმა უპირატესობა ლიონელ მესის მიანიჭა, მეორე და მესამე კი მოდრიჩი და მბაპე იყვნენ.

სხვა ცნობილი სპეციალისტების რჩეულები

ლიონელ სკალონი - მესი, ალვარესი, მოდრიჩი

რობერტო მარტინესი - მესი, დე ბრუინი, მბაპე

ერვე რენარი - მბაპე, მესი, ბენზემა

ვილი სანიოლი - მბაპე, მესი, ბენზემა

კასპერ ჰიულმანდი - მესი, მოდრიჩი მბაპე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუჩანო მოჯი: „კვარა ჩემთვის ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება“
ლუჩანო მოჯი: „კვარა ჩემთვის ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება“