ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო მოჯი
Aa
Aa

ლუჩანო მოჯი: „კვარა ჩემთვის ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება“

„იუვენტუსის“, „რომას“, „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის გუნდზე ისაუბრა. მოჯიმ ინტერვიუ Il Mattino-ს მისცა და „პარტენოპეის“ 4 ჩემპიონი დაასახელა.

„ლუჩანო სპალეტი ძალიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ ჩემი აზრით, მის განკარგულებაში ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. ნაპოლიში 4 მოთამაშე ასპარეზობს, რომლებიც განსხვავებას ქმნიან და პარტენოპეის წარმატებაში ფუნდამენტური წვლილი შეაქვთ.

საუბარი სტანისლავ ლობოტკაზე, ზამბო ანგისაზე, ვიქტორ ოსიმენზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე მაქვს. როცა ნახევარდაცვაში ლობოტკასა და ზამბო ანგისას მსგავსი ფეხბურთელები გყავს, მთელი გუნდი სრულ სისწრაფეზე მოქმედებს. 2 ფორვარდს რაც შეეხება, ისინი განსხვავებას ქმნიან. ხვიჩა კვარაცხელია ჩემთვის ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. როგორ შეიძლება, სხვა დიდ კლუბებს ასეთი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდათ ან ჰქონოდათ და მის გასაფორმებლად მაქსიმუმი არ გაეკეთებინათ?“

შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟურნალისტთა ასოციაცია - დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენია
ჟურნალისტთა ასოციაცია - დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენია