ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი: “თანაგუნდელების გარეშე აქ არ ვიქნებოდი“

პარიზში, FIFA THE BEST-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

FIFA-ს გადაწყვეტილებით, 2022 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავი ლეო მესი გახდა. ჯილდოს გადაცემის შემდეგ, ვეტერანმა არგენტინელმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მესიმ?

„საოცარია. ჩემთვის აქ ყოფნა და ამ ჯილდოს მოგება დიდი პატივია. ჩემი თანაგუნდელების გარეშე აქ არ ვიქნებოდი. დაუვიწყარი წელი იყო. ავიხდინე ის ოცნება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მქონდა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემს კარიერაში ყველაზე მშვენიერი რამ არის. ასევე, დიდი პატივია ბენზემას და მბაპეს გვერდით ასეთ სტადიაზე ყოფნა.“

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ 2022 წელს კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ეს ყველაფერი თანაც ისე, რომ მთავარი შემოქმედი სწორედ თვითონ იყო.

ცნობისთვის, FIFA-ს ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი ლიონელ სკალონი გახდა, ხოლო საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA Fair Play - ლუკა ლოჩოშვილი გამარჯვებულია
FIFA Fair Play - ლუკა ლოჩოშვილი გამარჯვებულია