გაუპატიურების ბრალდება - ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა LeParisien სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ გუშინ პარიზის პოლიციაში ახალგაზრდა ქალბატონი მივიდა და განაცხადა, რომ ის აშრაფ ჰაკიმიმ გააუპატიურა. აღნიშნულმა პიროვნებამ საჩივარზე უარი განაცხადა, თუმცა საქმის გამოძიება პროკურატურამ თავის თავზე აიღო.
ამ მომენტისთვის, პროკურატურა მტკიცებულებებს აგროვებს, ხოლო საგამოძიებო სამსახურს ჯერ მოქმედება არ დაუწყია. წყაროს ცნობით, ჰაკიმისა და ქალბატონის ურთიერთობა 16 იანვარს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ საშუალებით დაიწყო. 25 თებერვალს კი ჰაკიმმა მასთან შესახვედრად ბინა იქირავა.
ახალგაზრდა ქალის ინფორმაციით, ჰაკიმმა მას ტანსაცმლის გახდა დაუწყო და ტუჩებში ძალით აკოცა. პსჟ-ს მარჯვენა მცველი მას მკერდზეც შეეხო. ცნობილი ხდება ისიც, რომ აშრაფი მას სასქესო ორგანოზეც შეეხო ხელით და ამ დროს მან ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მიიღო.
როგორც LeParisien წერს, მსხვერპლმა ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა და მისი სახლიდან გაიქცა. საბოლოოდ მას თავისმა მეგობარმა მიაკითხა მანქანით და სახლში წაიყვანა.
ჯერჯერობით, ამასთან დაკავშრებით „პარი სენ ჟერმენს“ და თავად ჰაკიმის არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.