ოფიციალურად - ტაიკი კაგაიამა სამგურალის ფეხბურთელია
წყალტუბოს „სამგურალმა“ Crystalbet ეროვნული ლიგა შესანიშნავად დაიწყო. წყალტუბოელებმა პირველ ტურში სტუმრად „გაგრა“ 4:3 დაამარცხეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ „სამგურალი“ გაძლიერდა.
გიორგი ჭელიძის გუნდმა 26 წლის იაპონელი ნახევარმცველი ტაიკი კაგაიამა დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.
„სამგურალის“ ახალწვეული იაპონური ,,JFA აკადემიის" აღზრდილია. სამშობლოში ,,კანსაი უნივერსიტეტის" ღირსებას იცავდა. 2018 წლიდან მან საფეხბურთო კარიერა ფინურ ,,მუსაში" გააგრძელა, მალევე ის ფინურ ,,KPV"- ში გადავიდა.
2020 წელს კაგაიამა ,,ინტერ ტურკუს" ფეხბურთელი გახდა. სადაც 2 სეზონის განმავლობაში ჩემპიონატსა და თასზე 55 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 2020-2021 წლებში ,,ინტერ ტურკუს" რიგებში გახდა ფინეთის ვიცე-ჩემპიონი და ფინეთის თასის ვერცხლის მედალოსანი.
იაპონელმა ნახევარმცველმა ასევე ითამაშა ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 შეხვედრაში. ტაიკი კაგაიამა ბოლოს მალაიზიის სუპერლიგის კლუბ ,,საბაჰში" ასპარეზობდა, სადაც 23 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.