მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი, NIKE, ნაიკი
Aa
Aa

ასტრონომიული ანაზღაურება - ჰოლანდი Nike-თან ახალ კონტრაქტს აფორმებს

მიმდინარე სეზონში, ერლინგ ჰოლანდი სტატისტიკის გაუმჯობესებას აგრძელებს. ამასთან ერთად, ნორვეგიელი თავდამსხმელი ახალ სასპონსორო ხელშეკრულებას აფორმებს.

2022 წლის იანვარში, „სიტის“ ფეხბურთელს კომპანია Nike-თან ხელშეკრულება დაუსრულდა. ერლინგი ამერიკულ კომპანიასთან 14 წლიდან თანამშრომლობდა. ამის პარალელურად კი Adidas-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ გულდენი მისი ოჯახის ახლო მეგობარია.

The Athletic-ის ინფორმაციით, ჰოლანდს Puma და Adidas მსუყე შეთავაზებას უკეთებდა, მაგრამ, როგორც ჩანს ახალგაზრდა ფეხბურთელი კვლავ Nike-ს ამჯობინებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის სულ მალე ახალი ხელშეკრულება გაფორმდება და 22 წლის თავდამსხმელი წელიწადში 20 მილიონ ფუნტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 33-ჯერ მოირგო, 33 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 კვირას გამოტოვებს - ლევანდოვსკი ტრავმირებულია
2 კვირას გამოტოვებს - ლევანდოვსკი ტრავმირებულია