ჩელსი ვერ იგებს, ატლეტიკო მაგარ ფორმაშია - ფელიქსის “ეფექტი“
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იჯარის წესით ჟოაუ ფელიქსი „ჩელსიში“ გადავიდა. იქამდე, სანამ პორტუგალიელი შემტევი „არისტოკრატი“ გახდებოდა, „ატლეტიკო“ საშინელ ფორმაში იყო და ლა ლიგაში ოთხეულის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
ახალი არავისთვის არის, რომ ლონდონურმა კლუბმა ტრანსფერებში ასტრონომიული თანხები დახარჯა და გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერა, მაგრამ ეს შედეგს არ იძლევა.
გამოცემა Mundo Deportivo კი საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს. მას შემდეგ, რაც ფელიქსი ლონდონში გადაბარგდა, „ჩელსიმ“ 5 მატჩი გამართა და ვერცერთი ვერ მოიგო. ფრე „ფულემთან“ და „ვესტ ჰემთან“ პრემიერ ლიგაში. მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდთან“ და ზედიზედ ორი წაგება პრემიერ ლიგაში ჯერ „სტემფორდ ბრიჯზე“ „საუთჰემპტონთან“, ხოლო შემდეგ სტუმრად „ტოტენჰემთან“.
ამის პარალელურად, „როხიბლანკომ“ მიმდინარე სეზონში საუკეთესო წაუგებელი სერია გამოაცხო. დიეგო სიმეონეს გუნდი ზედიზედ 7 თამაშია არ აგებს. 3 ფრე და 4 გამარჯვება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფელიქსთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ თუ მის სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ რაღაც დოზით ლოგიკა ნამდვილად არსებობს.