2 კვირას გამოტოვებს - ლევანდოვსკი ტრავმირებულია
„ბარსელონას“ წინ ძალიან მნიშვნელოვანი 3 მატჩი ელოდება. ლა ლიგის გასულ ტურში ბარსა „ალმერიასთან“ 0:1 დამარცხდა და „რეალთან“ სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ეს არ იყო.
მატჩის მიმდინარეობისას, ტრავმა მიიღო რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც 2 კვირას გამოტოვებს. პოლონელ შემტევს მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული. ამ პერიოდის განმავლობაში კატალონიური გრანდი კოპა დელ რეიზე „რეალს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 2 მარტით თარიღდება.
5 მარტს „ბლაუგრანა“ „ვალენსიას“ უმასპინძლებს და საკმაოდ რთული მატჩი ელის, რადგან „ღამურები“ ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან და როგორც მინიმუმ 1 ქულისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
12 მარტს კი ჩავი ერნანდესის შეგირდები ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრებიან, სადაც გამარჯვება ადვილი არასდროს არის. აღსანიშნავია, რომ დაზიანება პედრის და დემბელესაც აქვთ და ამ სამეულის გარეშე ესპანურ კლუბს ძალიან გაუჭირდება. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ლა ლიგაში სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბოს.
MEDICAL NEWS | First team player Robert Lewandowski has a left hamstring strain. He is out and his recovery will determine his availability. pic.twitter.com/AmxWJ38B0O
— FC Barcelona (@FCBarcelona) February 27, 2023