„მარადონა-კარეკას დუეტს მაგონებს“ - ჯორდანო ხვიჩასა და ოსიმენზე
სერია ა-ში ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით გონსალო იგუაინისა (2015-16) და ჩირო იმობილეს (2019-20) სტატისტიკა სარეკორდოა, ფორვარდებმა აღნიშნულ სეზონებში 36-36 გოლი გაიტანეს. „ნაპოლის“ ყოფილი ფორვარდი ბრუნო ჯორდანო ფიქრობს, რომ ოსიმენს იგუაინის შედეგის გაუმჯობესება შეუძლია.
Gonzalo Higuain
— B/R Football (@brfootball) May 14, 2016
36 goals in 35 games
New single-season record in Italy
Serie A Top Goalscorer pic.twitter.com/QzgVfqUPfh
ამ ეტაპზე ოსიმენმა სერია ა-ს 20 მატჩში 19 გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ნიგერიელს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პენალტიდან არ გაუტანია.
ბრუნო ჯორდანო, რომელიც „ნაპოლიში“ 1985-88 წლებში თამაშობდა, Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა: „შეუძლია ოსიმენს იგუაინის რეკორდის მოხსნა? არ განვიხილავ ვიქტორ ოსიმენის თვისებებს, მაგრამ სტატისტიკა განსაკუთრებულია. მას მართლაც შეუძლია ეს სტატისტიკა გააუმჯობესოს, მით უმეტეს, თუ პენალტებს ხშირად შეასრულებს.
არ მესმის, ოსიმენი რატომ არ ასრულებს პენალტებს. გამოუყენებელი პენალტი „ლივერპულთან“? იგუაინმაც დაუშვა შეცდომები, მაგრამ შემდეგ გამოასწორა. ოსიმენი რაც უფრო ხშირად შეასრულებს პენალტებს, უფრო მეტად იმოქმედებს ცივი გონებით.
აღსანიშნავია ხვიჩას ფანტაზია. კვარა და ოსიმენი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია, მარადონასა და კარეკას დუეტს მაგონებს“.
24 ტურის შემდეგ სერია ა-ს „ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „ინტერსა“ და „მილანს“ 18 ქულით უსწრებს.
22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.