„საქართველომ ისტორია დაწერა“ - FIBA ზუროსის გუნდის დიდ წარმატებაზე
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი დასკვნითი მატჩი თბილისში ისლანდიის წინააღმდეგ გამართა და 77:80 დამარცხდა, თუმცა სხვაობა მისაღები იყო და ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
FIBA-ს ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ისტორიულ წარმატებას გამოეხმაურა. სტატიაში ხაზი გასმულია შენგელიას, შერმადინისა და მაკფადენის პროდუქტიულ თამაშზე.
„თოკო შენგელიამ, გიორგი შერმადინმა და ტად მაკფადენმა მათი სახელები ქართული კალათბურთის ისტორიაში შეიყვანეს, როცა საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანეს. ამ ტრიომ 60 ქულა ჩააგდო, შეხვედრა საქართველოს ნაკრების მარცხით 77-80 დასრულდა, მაგრამ მესამე ადგილზე გასვლა მსოფლიოს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრისთვის საკმარისი იყო.
საქართველომ ბოლო ხუთ ევრობასკეტზე ითამაშა, გასულ წელს კი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი იყო, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში თრილერი შედგა.
1986 წლიდან ზუროსი მწვრთნელად მუშაობს, თუმცა ეს მისი კარიერის ყველაზე დიდი წარმატებაა, ეს მომენტი მის კარიერაში ყველაზე მაღლა დგას.
ისლანდიას პასუხი არ ჰქონდა, როცა შეხვედრის სტარტზე შერმადინმა 7 წუთში 11 ქულა ჩააგდო, თუმცა 10 წუთის შემდეგ ანგარიში 19:19 გახდა. შემდეგ უპირატესობა ისლანდიამ მოიპოვა, საწყისი სამი მეოთხედი ისლანდიის გამარჯვებით დასრულდა (17-18, 18-19, 23-24), ბოლო მეოთხედი კი ფრედ - 19:19.
გიორგი შერმადინმა 23 ქულა ჩააგდო, მან ბურთი ფარისკენ 9-ჯერ ისროლა და ყველაზე ზუსტი იყო“.
შეგახსენებთ, გიორგი შერმადინმა ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან ბურთი ფარისკენ 28-ჯერ ისროლა და 27-ჯერ ჩააგდო, 18-დან 18 ორქულიანი ზუსტად შეასრულა, 10-დან კი მხოლოდ 1 საჯარიმო ვერ ჩააგდო.