ილიას ზუროსი: ეს დღე ჩემს კარიერაში უბედნიერესია, დღეს ისტორია დავწერეთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, ისტორიული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა:
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემს საკალათბურთო კარიერაში უბედნიერესი დღეა. ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციებს. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, ყველა მათგანით. ჩვენ დღეს ისტორია დავწერეთ. მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით, ეს დავიმსახურეთ! მთელი გულით ვითამაშეთ, ყველაფერი გავიღეთ. მოთამაშეებზე დიდი ზეწოლა იყო.
დღეს დიდებული მარცხი იყო, რადგან ამ შედეგმა მთელი ქვეყანა გაახარა. ქვეყანაში კალათბურთს დიდი ბიძგი მივეცით. დიდებული ატმოსფერო იყო. ქომაგები დაგვეხმარნენ, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია.
მადლობა ფედერაციას და მთავრობას, რადგან ისინი ძალიან დაგვეხმარნენ. თოკო შენგელია, რომელიც აქ იყო და ითამაშა, შემდეგ იტალიაში გადაფრინდა და ისევ აქ დაბრუნდა. ეს არის რაღაც, რაც ჩემს ცხოვრებაში აქამდე არ მინახავს.ის უდიდესი პატრიოტია. ის მთელი გულით თამაშობდა.
შერმადინმაც ეპასნეთში ძალიან ბევრი ითამაშა და დღეს ასევე დიდებული იყო. თითოეულმა მოთამაშემ დიდებულად ითამაშა.
მაკფადენი ერთ-ერთი ჩვენგანია, ის მთელი გულით თამაშობს. მას ცუდი და კარგი მომენტებიც ჰქონდა, ეს ნორმალურია, ასეთი მომენტები ყველა მოთამაშეს აქვს. ის იბრძოდა, ბევრი სათამაშო დრო მიიღო. მას გუნდი უყვარს და პარკეტზე ყველაფერს იღებს. მას მადლობა მინდა ვუთხრა.
ეს ჩემთვის დიდებული მომენტია, ქვეყანა გავახარეთ. ასევე ჩემს ოჯახს მინდა მივულოცო, ჩემი მეუღლე რომელიც რთულ მომენტში გვერდით მედგა. დიდი მადლობა ყველას.
„დიდი მადლობა“
- ზუროსმა ბოლოს ქართულად დაასრულა.