ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ევროპის ტოპ 5 ლიგაში 9 წელია ამას მხოლოდ 2 ფორვარდი ახერხებს

პრემიერ ლიგის 25-ე ტურში ლონდონურ დერბიში „ტოტენჰემმა“ „ჩელსის“ 2:0 მოუგო და მე-4 ადგილზე პოზიციები გაიმყარა.

„დეზების“ მხრიდან მეორე გოლის ავტორი ჰარი კეინი გამოდგა, რომელმაც ამ ბურთის შემდეგ მნიშვნელოვანი სტატისტიკა დააფიქსირა. კერძოდ, კეინმა მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემის“ რიგებში ყველა ტურნრირზე 20 გოლის გატანა შეძლო. ინგლისელი ფორვარდი ბოლო 9 სეზონია მინიმუმ 20 გოლის გატანას ყოველ ჯერზე ახერხებს.

კეინის გარდა ასეთი სტატისტიკა ევროპის ტოპ 5 ლიგაში მყოფ ფორვარდებს შორის მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის აქვს.

პოლონელმა „ბაიერნში“ დაფიქსირებული სტატისტიკა მიმდინარე სეზონში „ბარსელონაშიც“ გააგრძელა და ამ მომენტისთვის 34 წლის პოლონელს 30 შეხვედრაში უკვე 25 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერი დამარცხდა - ნაპოლის უპირატესობა 18 ქულამდე გაიზარდა
ინტერი დამარცხდა - ნაპოლის უპირატესობა 18 ქულამდე გაიზარდა