ოქრიაშვილი სამგურალთან მატჩს წელის ტკივილის გამო გამოტოვებს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურში „გაგრა“ თბილისში, „ილია კოკაიაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს. CrystalSport-ის ცნობით, „გაგრაში“ დაბრუნებული თორნიკე ოქრიაშვილი აღნიშნულ შეხვედრას წელის ტკივილის მიზეზით გამოტოვებს. ფეხბურთელმა დაზიანება ბოლნისის „სიონთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო.
31 წლის თორნიკე ოქრიაშვილმა „გაგრასთან“ 6-თვიანი კონტრაქტი მიმდინარე თვეში გააფორმა.
შეგახსენებთ, ოქრიაშვილს ''გაგრაში'' (2009-10), ''ილიჩევეცში'' (2010-13), ''ჩერნომორეცში'' (2014), ბელგიურ ''გენკში'' (2014-15), რუსულ ''კრასნოდარში'' (2016-18), ''ანორთოსისა'' (2019-21) და აპოელ-ში (2021-22) უთამაშია. 2010 წელს ''გაგრადან'' დონეცკის ''შახტარში'' გადავიდა, თუმცა დონეცკური კლუბის პირველ გუნდში არ უთამაშია, იჯარით ''ილიჩევეცსა'' და ''ჩერნომორეცში'' იასპარეზა.
საქართველოს ეროვნულ გუნდში 50 მატჩში 13 გოლი შეაგდო.