ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

ნაპოლის წინადადებების მოსმენა არ სურს - ფაბრიციო რომანომ ხვიჩაზე ისაუბრა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვით დაინტერესებული არაა, კლუბს ქართველის შესაძლო ტრანსფერზე დაინტერესებულ გუნდებთან ან საფეხბურთო აგენტებთან მოლაპარაკების დაწყება არ სურს. 

„ნაპოლის არ სურს დაასახელოს ხვიჩას სატრანსფერო თანხა, 100 მილიონი ღირს თუ 100 მილიონი არ ღირს. კლუბი სეზონის მეორე ნახევარზეა ფოკუსირებული, მიზანი სერია ა-ს მოგებაა, იტალიის ჩემპიონის ტიტული გუნდს 30 წელზე მეტია არ მოუპოვებია. ასევე, სურთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც განსაკუთრებული გააკეთონ. ივნისამდე „ნაპოლის“ წინადადებების მოსმენა არ სურს, კლუბი მოლაპარაკებას არ დაიწყებს,  შემდეგ კი შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.

დიდი გუნდების მხრიდან კვარაცხელიასადმი ინტერესი ნორმალურია, თუმცა მხარეებს მოლაპარაკება არ დაუწყიათ, ეს საკითხი სეზონის ბოლომდე დახურულია“.

22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

იტალიური RAI-ს ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მადრიდის „რეალისა“ და „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინადადებები დაბლოკა. ვენერატოს კომენტარი გასულ კვირაში Spazionapoli-მ გაავრცელა.

ჩირო ვენერატო: „ხვიჩა კვარაცხელიამ მის აგენტს უთხრა, რომ „რეალისა“ და „ნიუკასლის“ წინადადებები დაებლოკა, რადგან მას „ნაპოლიში“ დარჩენა და კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 1 წლით გახანგრძლივდება, ფეხბურთელის ხელფასი 2,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც ბონუსები დაემატება. გარდა ამისა, კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა აღარ ჩაიწერება, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელს კლუბიდან წასვლა არ სურს, „ნაპოლის“ დატოვებას არ აპირებს“.

ამ საკითხზე ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამაც გაავრცელა. მისი ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის მიხედვით ფეხბურთელის ხელფასი €1,1 მილიონიდან €2,5-€3 მილიონამდე გაიზრდება. ხვიჩას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში 2028 წლის ზაფხულამდე „ნაპოლის“ ფეხბურთელი იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის შეუძლია ოცნება რეალობად აქციოს“ - კლუბის ლეგენდა სპალეტის გუნდზე
„ნაპოლის შეუძლია ოცნება რეალობად აქციოს“ - კლუბის ლეგენდა სპალეტის გუნდზე