ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გადამწყვეტი ეპიზოდების შემოქმედი“ - იტალიური მედია ხვიჩაზე

სერია ა-ს 24-ე ტურში „ემპოლი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:2 დამარცხდა. ცხადია, გამარჯვებულთა სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა და მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა, ორივე გოლი მის აქტიურობას მოჰყვა.

იტალიური მედია ხვიჩაზე

Corriere Dello Sport: "ის ხატავს ფეხბურთს შთამბეჭდავი ბუნებრივობით, მისთვის ყველაფერი ადვილი ჩანს. ორივე გოლში მონაწილეობდა, პირველი გოლისას ჟელინსკის მისამართით შეასრულა პასი, რაც ისმაილის ავტოგოლით დასრულდა. მეორე გოლისას ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმა მეკარე ვიკარიომ ცუდად მოიგერია, რასაც ოსიმენის გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმის მიწურულს სპალეტიმ უსაყვედურა, ის არასდროსაა კმაყოფილი. მეორე ტაიმში ნაკლებად ჩანდა, დაიღალა, ეს ნორმალურია“.

Sportmediaset: "პირველ ტაიმში სპალეტიმ მოშვების, მოდუნების უფლება წამითაც არ მისცა, ცდილობდა მაქსიმალურად სრულყოფილად ეთამაშა. ქართველი ჩვეულებრივი იარაღია, როცა ბურთი აქვს. მისმა თვისებამ შექმნა პირველი გოლი“.

Tuttomercatoweb: "როგორც ყოველთვის ამჯერადაც თამაშში ბოლომდე ჩართული იყო, გადამწყვეტი ეპიზოდების შემოქმედია. „ემპოლის“ დაცვას ბევრი პრობლემა შეუქმნა და ორივე გოლში წვლილი შეიტანა“.

22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მე-17 წუთზე ანგარიში „ემპოლის“ ალბანელი მცველის, ადრიან ისმაილის ავტოგოლით გაიხსნა, 28-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, თუმცა ორივე გოლზე დიდი გავლენა ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა. პირველი გოლისას ხვიჩამ ტერფის შიდა ნაწილით ბურთი საჯარიმოში ლამაზად ჩააწოდა.

მეორე გოლისას კვარაცხელიამ კვლავ ფეხის შიდა ნაწილით ითამაშა, კარისკენ დაარტყა, ბურთი მეკარემ მოიგერია და ოსიმენმა ახლო მანძილიდან შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“