ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, მარიო რუი
Aa
Aa

თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა - ხვიჩას მორიგი მაგარი მატჩი სერია ა-ში

სერია ა-ს 24-ე ტურში „ემპოლი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:2 დამარცხდა. ცხადია, გამარჯვებულთა სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა და მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„მადლობა ბიჭებო“ - „ნაპოლის“ ქომაგის ბანერი „ემპოლისთან“ მატჩზე

მე-17 წუთზე ანგარიში „ემპოლის“ ალბანელი მცველის, ადრიან ისმაილის ავტოგოლით გაიხსნა, 28-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, თუმცა ორივე გოლზე დიდი გავლენა ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა. პირველი გოლისას ხვიჩამ ტერფის შიდა ნაწილით ბურთი საჯარიმოში ლამაზად ჩააწოდა.

მეორე გოლისას კვარაცხელიამ კვლავ ფეხის შიდა ნაწილით ითამაშა, კარისკენ დაარტყა, ბურთი მეკარემ მოიგერია და ოსიმენმა ახლო მანძილიდან შეაგდო.

 

67-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან „ნაპოლის“ მცველი მარიო რუი გააძევა, რომელმაც ფრანჩესკო კაპუტოს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა.

71-ე წუთზე სპალეტიმ გარემარბები, ხვიჩა კვარაცხელია და ირვინგ ლოსანო შეცვალა.

24 ტურში „ნაპოლის“ აქტივში 65 ქულაა (21 გამარჯვება, 2 ფრე, 1 მარცხი). ლუჩანო სპალეტის გუნდი მეორეადგილოსან „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს, თუმცა „ინტერს“ ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, 24-ე ტურის მატჩს 26 თებერვალს, „ბოლონიასთან“ გამართავს.

22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენს დიდებულ ჯიჯი მერონს მაგონებს“ - ტარდელიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„ჩვენს დიდებულ ჯიჯი მერონს მაგონებს“ - ტარდელიმ ხვიჩაზე ისაუბრა