მარსელო, ფლუმინენსე
Aa
Aa

“ის დაბრუნდა“ - მარსელო ფლუმინენსეში ითამაშებს

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ მარსელოსა და „ოლიმპიაკოსს“ შორის თანამშრომლობა შეწყდა. დღეს კი გავიგეთ, რომ ვეტერანი ბრაზილიელი მშობლიურ „ფლუმინენსეს“ დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფლუმინენსეს“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი ბრაზილიურ კლუბში მინიმუმ 1 წელი დარჩება. კონტრაქტში კი ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც მარსელოს კიდევ 1 წლით შეეძლება ხელშეკრულების გახანგრძლივება.

„რთულია სიტყვებით იმის ახსნა, თუ როგორი მნიშვნელოვანი მომენტი დგას ჩემთვის. მრავალი წელი ვოცნებობდი დავბრუნებულიყავი იქ, სადაც ყველაფერი დავიწყე. „ფლუმინენსემ“ მომცა და მასწავლა ის ყველაფერი, რაც მთელი კარიერის განმავლობაში გამომადგა.“

- განაცხადა მარსელომ

ცნობისთვის, 34 წლის მარცხენა მცველმა „ფლუმინენსე“ 2007 წელს დატოვა და სათამაშოდ მადრიდის „რეალში“ გადავიდა, სადაც 2022 წლამდე დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში, მარსელომ ყველა ტურნირზე ერთად 546 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 38 გოლი გაიტანა და 103 საგოლე გადაცემა შეარულა. მან ასევე „ბლანკოსთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: ჰოლანდი ბურთს ნაკლებად ეხება? ეს ჩემი ბრალია
გუარდიოლა: ჰოლანდი ბურთს ნაკლებად ეხება? ეს ჩემი ბრალია