ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მარკო ტარდელი, ჯიჯი მერონი
Aa
Aa

„ჩვენს დიდებულ ჯიჯი მერონს მაგონებს“ - ტარდელიმ ხვიჩაზე ისაუბრა

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, 68 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ La Stampa-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„ამ დღეებში ჯიჯი მერონის შესახებ სტატია წავიკითხე და როცა „აინტრახტი“-„ნაპოლის“ მატჩს ვუყურე, თამაშის შემდეგ კვარაცხელია გამახსენდა.

ხვიჩა ჯორჯ ბესტს შევადარე, მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტად ჯიჯი მერონის ჰგავს, მასთან უფრო მეტი საერთო თვისება აქვს. მერონს ქართველში ვხედავ. არ ვიცი ხვიჩას ქცევების შესახებ პირად ცხოვრებაში, ის ალბათ არ ისეირნებს ძაღლთან ერთად, მაგრამ მისი წვერი, ულვაში და მისი ციმციმი, მისი უდარდელობა დრიბლინგისას, მისი დიდი სურვილი გააძლიეროს თანაგუნდელები - ჩვენს დიდებულ ჯიჯის მახსნებს“.

ჯიჯი მერონი გარემარბი იყო, 1967 წელს 24 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. მას „კომოში“, „ჯენოასა“ და „ტორინოში“ უთამაშია. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ექვს მატჩში 2 გოლი შეაგდო.

პირველად ხვიჩას შესახებ მარკო ტარდელიმ გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა. მაშინ იტალიელმა ხვიჩა ჯორჯ ბესტს შეადარა.

„არასდროს მინახავს ასეთი სრულყოფილი, შეუპოვარი და თავდაჯერებული ,,ნაპოლი''. კვარაცხელია მახსენებს უდიდეს ფეხბურთელს ჩრდილოეთ ირლანდიიდან. მის სახელს არ დავწერ. რადგან შესაძლოა, გიჟი გეგონოთ. ამიტომ, მოვიცდი''.

22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“