ლიზი კანკია, სალომე ხუბულური, ნინი ბუხრიკიძე, თინათინ ამბალია
Aa
Aa

კანკიას ეფექტური გოლი - საქართველოს U17 ნაკრების მორიგი გამარჯვება

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ზედიზედ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა თანატოლ სომხეთის ნაკრებთან და კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სალომე ხუბულურის გაწვრთნილმა გოგოებმა სომხები 4:0 დაამარცხეს. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, „ჩვენებურებმა“ მეორე ნახევარში გარდატეხა შეიტანეს.

ანგარიში 49-ე წუთზე ლიზი კანკიამ გახსნა, რომელიც რამდენიმე ფეხბურთელს ადვილად გაცდა და ეფექტური დარტყმით გაიტანა. ზუსტად 2 წუთში კანკიამ დუბლი შეასრულა და უპირატესობა ორამდე გაიზარდა.

61-ე წუთზე თინათინ ამბალიამ შორეული საჯარიმო დარტყმით სომხებს მესამე გოლი გაუტანა და ფაქტობრივად მატჩის ბედიც გადაწყვიტა. მატჩის მიწურულს კი თავი ნინი ბუხრიკიძემ გამოიჩინა და საბოლოო წერტილი დასვა - 4:0.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ორი დღის წინ სომხეთს 5:0 მოუგო. მომავალ მატჩს სალომე ხუბულურის შეგირდები უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართავენ. საქართველო ისრაელს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ქართველი ბავშვი გიჟია“ - უცხოელი ქომაგები კვარაცხელიაზე
„ეს ქართველი ბავშვი გიჟია“ - უცხოელი ქომაგები კვარაცხელიაზე