კროოსი: ვინისიუსს ჯერ მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია, ის ერთ-ერთი საუკეთესო გახდება
ტონი კროოსი ფიქრობს, რომ ვინისიუს ჯუნიორს შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა ბრაზილიელ გარემარბს წლების განმავლობაში „სამეფო კლუბი“ თავდასხმის მთავარ ფიგურად დარჩენა?
„დიახ, ეს ეჭვგარეშეა. მას ჯერ არ მიუღწევია თავისი მაქსიმუმისთვის. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც მას უკეთესად შეუძლია, მაგრამ რასაც ის ახლა გუნდს აძლევს, ეს უკვე ბევრია.
როცა ლივერპულთან 2-0 ვაგებდით, მისი პირველი გოლი ბევრს ნიშნავდა. ყველაფერს თვითონ აკეთებდა, შეზღუდულ სივრცეში, ორ-სამ მოთამაშეს დაუპირისპირდა და მერე ეს საოცარი დარტყმა...
ამ გოლმა მთელს გუნდს სიცოცხლე შთაბერა. ეს იყო ინდივიდუალური თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება იმისდა მიხედვით, თუ რას გრძნობს. ვინი მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდება“,
- განაცხადა კროოსმა.