კრიშტიანუ რონალდუ, ანდერსონი
Aa
Aa

ანდერსონი: „რონალდუ და მესი სხვა პლანეტიდან არიან, კრიშტიანუს ოქროს გული აქვს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდერსონმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რომელიც ახლა „ადანა დემირსპორის“ სამწვრთნელო შტაბშია, პორტუგალიელის მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა.

„კრიშტიანუ ჩემი მისაბაძი მაგალითია. მესის მსგავსად, ისიც უნიკალურია და ისინი სხვა პლანეტიდან არიან. მათი შედარება რთულია. რონალდუსთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, მესის წინააღმდეგ კი რამდენჯერმე მითამაშია.

რონალდუსთან გატარებული თითოეული მომენტი შენს გაოცებას იწვევს. ის 100 პროცენტით ფეხბურთზეა ორიენტირებული. თამაშის დასრულების შემდეგ,  პირდაპირ სახლში მიდის, რათა კონდიციები აღიდგინოს. კრიშტიანუ შესანიშნავი პროფესიონალი და ბრწყინვალე მეგობარია. ბევრმა არ იცის, მაგრამ ის უამრავ ადამიანს ეხმარება. მას ოქროს გული აქვს. ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და ჩვენზე ზრუნავდა, ინგლისში ყოფნისას კი ეს ძალიან მჭირდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ანდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ „პორტუდან“ შეუერთდა და „ოლდ ტრაფორდზე“ 2015 წლამდე დარჩა. „წითელი ეშმაკებიდან“ მან სამშობლოს მიაშურა და „ინტერნასიონალის“ რიგებში ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ემპოლი კარგი გუნდია, რთული მატჩი გველოდება“ - რა თქვა ლუჩანო სპალეტიმ
„ემპოლი კარგი გუნდია, რთული მატჩი გველოდება“ - რა თქვა ლუჩანო სპალეტიმ