ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩას აიაქსი საუკეთესო ვარიანტად მიაჩნდა“ - ამბობს ლოკოს ექს-თავკაცი

თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან ლუნმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და 2021 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

ვან ლუნის მიხედვით, „აიაქსის“ მაშინდელმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა ხვიჩას შესახებ ინფორმაცია შოთა არველაძისგან, გიორგი გახოკიძისგან, სიააკ სვარტისგან და ედვინ პრესერისგან მიიღო. ოვერსმარსს უთხრეს, რომ „კვარა“ „რუბინის“ დატოვებაზე ფიქრობდა და მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა იყო საჭირო.

„ხვიჩას ამსტერდამში გადასვლა ძალიან უნდოდა. მისი სურვილი რუსეთის დატოვება იყო და აიაქსი საუკეთესო ვარიანტად მიაჩნდა, თუმცა ოვერმარსს ეს იდეა არ მოეწონა და მას კონკრეტული მიზეზი თუ ეს არჩევანი რატომ გააკეთა, არასდროს გაუმხელია. კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მან იტალიაში დიდი სენსაცია მოახდინა. მისი ხელიდან გაშვება სერიოზული შეცდომა იყო“, - ამბობს ნიდერლანდელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიოტრ იანის მწვრთნელი: „მერაბი სერიოზული მეტოქე არაა“
პიოტრ იანის მწვრთნელი: „მერაბი სერიოზული მეტოქე არაა“