ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ფრანგი ჟურნალისტი: „ზურიკოს კარის წინ სიზუსტე აკლია“

ფრანგმა ჟურნალისტმა, ფრედერიკ ლაჰარიმ ზურიკო დავითაშვილზე და მის „ბორდოზე“ ისაუბრა. ლაჰარი ჟირონდელთა პრობლემებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს კარის წინ სიზუსტე აკლია.

„ბორდოს პრობლემების განმაპირობებელი ფაქტორი ნახევარდაცვის ხაზია. ვხედავ, რომ კლუბი ბალანსის პოვნას ცდილობს, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ გამოსდის. სეზონის სტარტზე, ბორდომ ძალიან ცოტა გოლი გაუშვა, მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ კი დავიდ გუიონმა სცადა, გუნდის 4-4-2-ზე გადაყვანით ბალანსი ეპოვა. გამოვიდა, რომ აქცენტი შეტევაზე გაკეთდა, რის გამოც, ბორდო მეტ გოლს უშვებს. პარადოქსი კი ისაა, რომ გუნდი ბევრად მეტ მომენტს ქმნის, მაგრამ გაცილებით ცოტა ბურთი გააქვს.

გუიონმა ზურიკო დავითაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სათანადოდ გადამწყვეტი არაა. დავითაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც კარგი დრიბლიორია, მაგრამ კარის წინ სიზუსტე აკლია. ბორდოს გარშემო ბევრი ეჭვია გაჩენილი, თუმცა, არიან ფეხბურთელები, რომლებიც იმედის ქონის საშუალებას გვაძლევენ“.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილს იკავებს. ზურიკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს გამართავს და „ამიენს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემპოლის მწვრთნელი: კვარა და ოსიმენი ნებისმიერ გუნდს შეაშინებენ
ემპოლის მწვრთნელი: კვარა და ოსიმენი ნებისმიერ გუნდს შეაშინებენ