ქართველების სლოვანის მეტოქე ცნობილია - კონფერენს ლიგის წილისყრის შედეგები
UEFA-ს ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის პოზნანის „ლეხის“ მეტოქე შვედური „იურგორდენია“.
რაც შეეხება ბრატისლავას „სლოვანს“, გიორგი ჩაკვეტაძის, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას გუნდის მეტოქე შვეიცარიული „ბაზელია“. შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ჩაკვეტაძემ შვეიცარიულ კლუბთან გასვლით შეხვედრაში 2 საგოლე პასი შეასრულა, ეს მატჩი „სლოვანმა“ 0:2 მოიგო.
კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები:
ლარნაკას აეკ - ვესტ ჰემი
ფიორენტინა - სივასპორი
ლაციო - ალკმაარი
ლეხი - იურგორდენი
ბაზელი - ბრატისლავას სლოვანი
შერიფი - ნიცა
ანდერლეხტი - ვილიარეალი
გენტი - ბაშაქშეჰირი
კონფერენსლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 9 მარტს გაიმართება, საპასუხო მატჩები - 16 მარტს.