მონპელის დატოვებს - აფრასიძე ბასკურ კლუბში ითამაშებს
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, „ეკიპის“ ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე გელა აფრასიძე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მონპელიეს“ დატოვებს და კარიერას ტოპ 14-ის „ბაიონაში“ გააგრძელებს. ბასკურ გუნდში მისი თანაგუნდელი კონსტანტინე მიქაუტაძე იქნება.
25 წლის აფრასიძემ მიმდინარე სეზონში „მონპელიეს“ რიგებში 9 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში მხოლოდ ორჯერ ითამაშა.
Gela Aprasidze (Montpellier) a donné son accord à Bayonne
— Top Sport (@Top_Sport_Off) February 23, 2023
Source : L'Equipe #123INFOhttps://t.co/yVJUMMEJFb
აფრასიძე, რომელმაც „ბორჯღალოსნებში“ 35 მატჩი ჩაატარა, 2017 წლიდან „მონპელიში“ ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ 2021-22 წლების სეზონში აფრასიძე „მონპელიესთან“ ერთად საფრანგეთის ტოპ 14-ის გამარჯვებული გახდა.