„იმ დილის ყოველი წამი მახსოვს“ - შევჩენკო ომიდან 1 წლის გასვლას გამოეხმაურა
უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრიდან 1 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით ანდრეი შევჩენკომ Sky Sports-თან ისაუბრა.
„მართალი გითხრათ, იმ დილის ყოველი წამი მახსოვს. შეუძლებელია დავიწყება. განსაკუთრებით დედის ზარი. დათრგუნული იყო, ტიროდა. ეს იყო ალბათ ყველაზე რთული მომენტი ჩემს ცხოვრებაში - ამ ცუდი ამბების მოსმენა, იმის გარკვევა, რომ მოხდა ის, რისიც ყველას ძალიან გვეშინოდა.
რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს არ სურს წასვლა. ჩემმა დამ თქვა: „ჩვენ გვინდა დარჩენა. ვნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია. იცით, ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს." უბრალოდ მინდოდა ოჯახის დასახმარებლად დავბრუნებულიყავი... ქვეყნის დასახმარებლად. და, რა თქმა უნდა, დედა. მან თქვა: „გამოიყენე შენი ხმა. ილაპარაკე“.
მე და ჩემი შვილი ტრაფალგარის მოედანზე წავედით. აქცია იყო. საჭირო იყო ხალხის ცნობიერების ამაღლება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. საჭირო იყო ადამიანებთან ჩემი კავშირის გამოყენება.
მე არასოდეს მინახავს ჩემი ქვეყანა, ჩემი კიევი ელექტროენერგიის გარეშე. მაგრამ ხალხის რეაქცია ძალიან ძლიერი იყო. ყველა გაერთიანდა კიდევ უფრო ძლიერად. დავიწყეთ ერთმანეთის დახმარება. რაღაცებს ვუზიარებთ - ვისაც გენერატორები აქვს მეზობლებს დასაბანად ეპატიჟება.
პირველ ორ კვირაში ყველა მნიშვნელოვანი უკრაინელი სპორტსმენი შეიკრიბა - ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკო, ალექსანდრე ზინჩენკო... ძალიან ვამაყობ ქვეყანაში დარჩენილი უკრაინელი სპორტსმენებით. და ბევრ სპორტსმენს, რომლებიც ასპარეზობდნენ სხვა ქვეყნებში, უკრაინა არასოდეს დაუვიწყებიათ“.
შეგახსენებთ, რომ 1 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსული ჯარები უკრაინაში უკანონოდ შეიჭრნენ და მათი მიწების ოკუპაციას ახდენდნენ. დღემდე გრძელდება საჰაერო დარტყმები, გარდაცვლილია ათასობით ადამიანი, მათ შორის რიგითი მოქალაქეები და ბავშვები.