კონფერენს ლიგა, ლუკა გუგეშაშვილი, ყარაბაღი
Aa
Aa

რთული ბურთი მოიგერია - კონფერენს ლიგამ გუგეშაშვილის „სეივი“ გამოარჩია

ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ UEFA-ს კონფერენს ლიგას გამოეთიშა. აზერბაიჯანულმა კლუბმა „გენტის“ ბარიერი ვერ გაიარა.  „ყარაბაღმა“ შინ „გენტი“ 1:0 დაამარცხა, გუგეშაშვილის გუნდი საპასუხო შეხვედრაში იდენტური ანგარიშით დამარცხდა. პენალტების სერიაში ბელგიურმა გუნდმა 5:3 გაიმარჯვა.

გუგეშაშვილმა სამი „სეივი“ შეასრულა. რაც შეეხება პენალტების სერიას, 5-დან 4 დარტყმის მიმართულება გამოიცნო, თუმცა ვერ მოიგერია. Instagram-ში კონფერენს ლიგის გვერდმა მიმდინარე კვირის რამდენიმე „სეივი“ გამოარჩია, მათ შორის ქართველი მეკარის მოგერიებაც მოხვდა, როცა „გენტის“ კაპიტანს, სვენ კუმს რთული ბურთი აუღო.

 23 წლის ქართველი მეკარე 2022 წლის იანვრიდან „ყარაბაღის“ ფეხბურთელია. მან „ყარაბაღის“ რიგებში 23 მატჩი ჩაატარა. კონფერენს ლიგაზე გასულ სეზონშიც ითამაშა, როცა აზერბაიჯანული კლუბი „მარსელთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუგეშაშვილი დამაჯერებელი იყო - გენტმა პენალტების სერიაში მოიგო
გუგეშაშვილი დამაჯერებელი იყო - გენტმა პენალტების სერიაში მოიგო