გიორგი მამარდაშვილი, უგო ლორისი
Aa
Aa

მამარდა ტოტენჰემის რადარზე - გიორგი დეზებს ისევ დაუკავშირეს

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ტოტენჰემს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. რამდენიმე წუთის წინ, ბრიტანულმა გამოცემამ, Football London-მა სტატია გამოაქვეყნა და იმ კანდიდატებზე ისაუბრა, რომლებიც „დეზებს“ უგო ლორისის გრძელვადიან შემცვლელად ჰყავთ შერჩეული.

„დეზები მამარდაშვილს რამდენიმე სეზონია თვალს ადევნებენ. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ვალენსიას ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ღამურები მის სანაცვლოდ შედარებით ნაკლებსაც დათანხმდებიან. თანაც, ესპანური კლუბი ცალი ფეხით ლა ლიგიდან გავარდნილია“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

Football London-ის ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ ლორისის შემცვლელის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება და სასურველი კანდიდატების სიაც შერჩეული ჰყავს. გიორგის გარდა, „დეზები“ დავიდ რაიას, მაიკ მაინანსა და იან ობლაკს აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილზე იმყოფება, მე-17 პოზიციამდე კი ორი ქულა აშორებს. „მამარდას“ გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მივცეთ ხალხს ის, რაც უნდათ“ - ვოლკანოვსკიმ მახაჩევი გამოიწვია
„მივცეთ ხალხს ის, რაც უნდათ“ - ვოლკანოვსკიმ მახაჩევი გამოიწვია