ასტონ ვილა, ემილიანო მარტინესი, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ეს ერთადერთია, რითაც არ ვამაყობ“ - მარტინესი ცნობილ ჟესტზე

არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ESPN-თან ინტერვიუს დროს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ის ჟესტი გაიხსენა, რომელიც მან საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრების მისამართით გააკეთა და განაცხადა, რომ თავის საქციელს ნანობს.

რას ამბობს მარტინესი:

ეს სისულელე იყო. მეც და ბიჭებმაც ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ეს ერთადერთია, რასაც ვნანობ.

30 წლის მეკარემ სამომავლო გეგმებსა და არგენტინის ნაკრების შესახებაც ისაუბრა:

რა თქმა უნდა, მსურს არგენტინის ნაკრებში თამაშის გაგრძელება და უფრო მეტის მიღწევა მინდა. როცა მსოფლიო ჩემპიონი ხდები, თამაშიც რთულდება, რადგან ყველას სურს რომ ჩემპიონს მოუგოს. ჩვენ კი გვსურს გავაგრძელოთ იმის ჩვენება, თუ რატომ გავხდით ჩემპიონები. ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

ახლა მთავარი მიზანი კი „ასტონ ვილასთან“ ერთად ტიტულის მოგებაა. გუნდს წლებია არაფერი მოუგია და მინდა წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ნაკრებთან ერთად ყველაფერი მოვიგე, ახლა კი მსურს ეს კლუბთან ერთადაც გავაკეთო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ემილიანო მარტინესი მუნდიალის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს და სიმბოლურად ოქროს ხელთათმანი გადასცეს და სწორედ ამის შემდეგ გააკეთა ყველასთვის ცნობილი ჟესტი 30 წლის მეკარემ ფრანგი ფანების მისამართით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპემ ემილიანო მარტინესს უპასუხა
მბაპემ ემილიანო მარტინესს უპასუხა